ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ერთხელ დილით 

ბრწყინავს დილა,
როგორც სარკე,
ცა გაშლილა,
როგორც თარგი.
დილაც კარგი,
ზეცაც კარგი,
აქაც კარგი
ლუნა-პარკი.

ისიც კარგი,
რომ ამ დილით
ლამარტინით
და დელილით
უბრუნდები
გადასულ წლებს,
ხან ცრემლებით,
ხან ღიმილით!

1935

??????