ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ხომალდისას ვისმენ რჩევას 

ხომალდისას ვისმენ რჩევას,
როგორც ძვირფას მცნებას
და ოცნებას მიცემული
ვიგრძნობ დავიწყებას.

ტკბილ სიზმრებში მე მომესმის
იალქნების ნანა,
იალქნების შრიალი და
ჟრჟოლა გრძნობისთანა.

1935

??????