ამაღლობელი რატი
გაზიარება

ქალაქი 

ქვა ოღროდ ფენილი 
ვიტრინის შუშები. 
ქუჩები, ძეგლები 
ასფალტის მუშები. 
ხიდები ტრანსპორტი 
გაზეთის ჯიხური - 
ქუჩები ფართე და 
ქუჩები ჩიხები. 
ქალაქის თეატრი 
ქალაქის მერია. 
მთავარი სადგული 
ქალაქის მერეა. 
სახლები ძველი და 
სახლები ახლები, 
ძველები - დაბლები 
ახლები - მაღლები. 
ქალაქი ზემოდან 
ბრინჯივით დაყრილი 
ქალაქში სახლები 
სახურავ დახრილი 
ქალაქი ღამეში 
ქალაქი დილაში 
არა საღებავში 
და არა ტილოში 
ქალაქი არასდროს 
არ სცნობს ქალაქებს 
ქალაქი ყოველ დღე 
თავის თავს ალაგებს. 
ქალაქი ქუჩაში 
ქალაქი კაფეში, 
ქალაქი ათასი 
სხვადასხვა აფიშით. 
მეტროდან მეტროში 
ტაქსიდან ტაქსებში 
ქალაქი სლავებში 
და ანგლოსაქსებში 
ქალაქი ტბასავით 
წევს ტროტუარებზე 
ქალაქი საფოსტო 
ყუთზეა კარებზე.

??????