ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ქუჩის მომღერალი 

მან ეზო-ეზო
კარიდან კარად
ბევრი ლამაზი
სიმღერა ხარჯა,

მაგრამ არავინ
ჩასთვალა არად:
მას ძონძი მოსავს,
მდიდრებს კი - ფარჩა.

ქამანჩა, ქმნილი
ცრემლების ღვარად,
აი, სულ - რაც მის
ცხოვრებას დარჩა.

1936

??????