ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

წიგნის შესახებ 

რამდენი ქვეყნად
წიგნი იცემა
ღირსი, რომ ეგდოს
სანაგვის ბოლოდ.
მე კი მეგონა,
პატივისცემა
ნიჭს და ღირსებას
ეკუთვნის მხოლოდ.

ეს სასწაული
ვის არ სმენია:
დასავლეთისას
იყიდი პრესას
და იმის შემდეგ,
როგორც გენია,
მოევლინები
პოლდის, აგნესას.

ბევრს სისხლის სმისთვის
ხახაც აქვს, მადაც,
წიგნიც უნიჭოდ
ნაკერ-ნალამბი.
რად არ დაიწვის
დარაბა, სადაც
ჰიტლერის წიგნი
ძევს: „მაინ კამპფი“.

1936

??????