ჩემი თავადი
გათავდა ნადიმი. სად არის მხლებელი?
ცხენები მზად არის?_”თავადო გელით”.
ძვირფასი ყვავილი, ჯერ ხელუხლებელი
თავადმა გადმომცა მთრთოლვარე ხელით.
_”უთქვენოდ შესწუხდა, დაბნელდა დარბაზი.”
_”ეგ ხომ სულ ერთია...მზე უკვე ჩადის,
მახარებს, თავადო, საღამო ლამაზი,
ცა ვაზი საღამო ლხენას გვიქადის”!
თავადის თვალები, ვით ჩუმი ზღვა დილით,
ისეთი ღრმა არის... ო, მალე, მალე!
გული ანთებულა საოცარ წადილით,
მსურს ვუთხრა ჩემს თავადს_”შენ გენაცვალე”.
ჩქარობენ ცხენები, მთვარე ამოსცურდა,
მდინარე მთებისა მთის ამბავს მღერის.
ასრულდა წადილი ჩემს სხეულს რო სურდა,
მას ძალა უნდოდა მწველ სიძლიერეს,
და ჩემი თავადი ლომივით ძლიერი,
ჩემს სხეულს ბატონობას, ჩვენ ველზე ვხარობთ.
მდინარის ნაპირს ვართ ჩვენ ბედნიერი,
შორს, სადღაც იცინის ჩუმის ხმით წყარო.
ცხენები მზად არის?_”თავადო გელით”.
ძვირფასი ყვავილი, ჯერ ხელუხლებელი
თავადმა გადმომცა მთრთოლვარე ხელით.
_”უთქვენოდ შესწუხდა, დაბნელდა დარბაზი.”
_”ეგ ხომ სულ ერთია...მზე უკვე ჩადის,
მახარებს, თავადო, საღამო ლამაზი,
ცა ვაზი საღამო ლხენას გვიქადის”!
თავადის თვალები, ვით ჩუმი ზღვა დილით,
ისეთი ღრმა არის... ო, მალე, მალე!
გული ანთებულა საოცარ წადილით,
მსურს ვუთხრა ჩემს თავადს_”შენ გენაცვალე”.
ჩქარობენ ცხენები, მთვარე ამოსცურდა,
მდინარე მთებისა მთის ამბავს მღერის.
ასრულდა წადილი ჩემს სხეულს რო სურდა,
მას ძალა უნდოდა მწველ სიძლიერეს,
და ჩემი თავადი ლომივით ძლიერი,
ჩემს სხეულს ბატონობას, ჩვენ ველზე ვხარობთ.
მდინარის ნაპირს ვართ ჩვენ ბედნიერი,
შორს, სადღაც იცინის ჩუმის ხმით წყარო.