* * * მთაგორების ზემო...
მთაგორების ზემო -
განდგომილთა ახლო,
არ გაშენებ, ჩემო
მშვენიერო სახლო!
მირჩევნიხარ სადმე
კვლავ ღარიბად მდგარი,
ვით დავთმევი, დათმე
შენაც ზენა-ქარი.
და ვიცხოვროთ ასე,
დაყრდნობილი მარად
მხოლოდ ჩანგის ხმაზე,
მხოლოდ ხალხის კარად.
მთაგორების ზემო -
განდგომილთა ახლო,
არ გაშენებ, ჩემო
მშვენიერო სახლო.
1938