ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * კალამთან - გუთნის კვალია... 

კალამთან - გუთნის კვალია,
ხმალი და ფარ-მუზარადი;
ბევრი რამ წარმავალია -
ხელოვნებაა - მარადი.

იმ კალამს, გუთანსა და ხმალს
ზღვის საჭე მოემატება,
რომ ვარსკვლავისას ჩვენის ალს
უფრორე ჰქონდეს ნათება.

წარმავალია ყალბი ხმის
უცხო და ყალბი ბარათი,
სიცოცხლის, მხოლოდ სიცოცხლის
ხელოვნებაა - მარადი.

დაღვარე - რაც კი წყალია,
სვი ღვინო, ძველი შარბათი;
ბევრი რამ წარმავალია,
ხელოვნებაა მარადი.

1940

??????