* * * იფრთხიალა, ფრთა გაშალა...
იფრთხიალა, ფრთა გაშალა და გაფრინდა გესი - გუშინწინ თუ იმღეროდი - ეხლა რაღად ჰკვნესი?
იფრთხიალა, ფრთა გაშალა და გაფრინდა გესი - გუშინწინ თუ სხვა გზა გქონდა, რად შესცვალე გეზი?
იფრთხიალა, ფრთა გაშალა და გაფრინდა გესი. დაიკარგა სადღაც ნისლში: რწმენა მისი „მე“-სი.
1940
|