Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * შორს რომ ჩანს, ის რა გემია?.. 

შორს რომ ჩანს, ის რა გემია?
დაფიქრებულა ილორი...
სიბერის რულს მისცემია
და ესიზმრება, რომ შორი -

გაჰყურებს ჯვარის ცისკარი
სვეტიცხოველს და სამთავისს.
წამოვა არაგვის ქარი
და თავს ევლება სამთავეს.

ხმაურობს: ვერ შეიცვალა
უუძველესი ჭრიჭინა.
ვერ სძლევს, თუმც ბევრი იწვალა,
რა ცეცხლიც მან გაიჩინა.

და მძლავრი, ვით აზარმაცი,
აქ მდგარი მრავალ დროებით,
მთით არ წასულა არმაზი
ვერცვლილი ამაოებით.

მშენებელთ და მესანგრეთა
დახვეულ გზა-ბილიკების
მზედ გაწოლილან ნანგრევთა
და ნაგებობათ ხვლიკები.

არაგვო, ვინ არ დაგხვდა შინ.
მე და შენ ერთად ვგრძნოთ მაინც,
მრავალი საუკუნის წინ
ჩვენ შევხვდით თუ არ ერთმანეთს.

1940

??????