ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * რა მშვენიერი და კარგი... 

რა მშვენიერი და კარგი დღეა,
იგი სრულია.
ჩვენი იდეა, დიდი იდეა
ხორცშესხმულია.
წითელ ვარდებით ერთვება კორძი
მზიურ ვარდის ხეს...
მისწრაფებებმა არა თუ ხორცი -
ფრთებიც შეისხეს.

1940

??????