ორი მილიარდი
შენ კი, ორი მილიარდი კაცით სავსე მიწავ - ზოგან გავსებს ია-ვარდი, ზოგან ჭინჭარს იცავ.
ბორგავს შენი მძლავრი ზვავი ეს სივრცე და განი - მოყვითალო, თეთრი, შავი და წითელი კანი.
მოიშორო, დროა, დარდი, ათას მზეს ნუ ფიცავ. აღსდეგ, ორი მილიარდი კაცით სავსე მიწავ!
1940
|