მონმარტრზე
მონმარტრზე, სადაც ჩვეული იფერფლებიან ღამენი, ხელიხელ გადახვეული იმღერის ორი გამენი:
„პარიზში ნუ ეძლევი დარდს რომ დავაშინოთ სნობები ჩვენ ყველა აფრიკაში ვართ, ყველა ვართ ეთიოპები“.
ულევი, უანგარიშო, შიშის და ჟრჟოლის ამტანი - შენს არე-მარეს, პარიჟო, აშუქებს კაფეშანტანი!
1940
|