ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * იქ, კუთხეში კი... 

იქ, კუთხეში კი
აგდია ბურთი,
უფაფარო და
უკუდო ცხენი.

დედას სურს ხელის
შეხება ქურდი:
ო, ბავშვის შუბლი
ცხელია, ცხელი!

შიმშილიც მწარე,
დაღლილი კუნთი
და მწუხარება
განუსაზღვრელი.

1940

??????