ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * სოციალისტურ წმინდათა-წმინდა... 

სოციალისტურ წმინდათა-წმინდა
სამშობლოის ეს მიწა-წყალია.
იქ კი, ომისთვის ვინც ქოფაკს ზრდიდა,
მისი სახელიც კაპიტალია.

სოფლად იბრძოდა, ვინც გაცოფებით,
რათა ბოსელი, სახლი, ნალია -
მოესპო გესლით, ავადმყოფობით,
მისი სახელიც კაპიტალია.

ჩვენ გვაქვს ხალხების ოჯახი ძმური,
ვრცელი სასახლე, არა გალია!
მის მიმონგრევას სცდიდა უჟმური -
რომლის სახელი კაპიტალია.

მაგრამ ურყევი ერთიანობა...

1940

??????