რაც ოცნებებმა მზიურ-ჰყვეს,
ის მხარეებმა მიუყვეს -
რაც აძლევს ზეცას სინათლეს,
რაც აძლევს მიწას სიუხვეს -
ნაყოფითა და ხვავებით
მოსუნთქვით, ამოზღვავებით -
ხვნა-თესვით უერთგულესით
და თესლის ამოყვავებით -
რარიგ ნამყენი ვაზისა -
ლხენის ცრემლების ნაზისა -
თვალს ხიბლავს...
1940