ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * შენს თეთრ შუბლზე თვით გენიის... 

შენს თეთრ შუბლზე თვით გენიის
ზეციური მირონია,
მხოლოდ ბაგის კუთხეში კრთის
ღვთაებრივი ირონია.

ზღვაებრ დიდი, წრფელი გრძნობა
მწუხარების - გშვენის მარტოს...
სახის შენის გამოცნობა
ძალუძს მხოლოდ ლეონარდოს.

1940

??????