თვლემას გატყობ (მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა)
თვლემას გატყობ, ყოფავ ჩემო,
ბინდით შემობურვილო
განისვენეთ იმედებო,
განისვენეთ სურვილნო!
ვეღარაფერს ხედავ თვალო,
ხსოვნავ, ქრები ნელი-ნელ,
ავს და კეთილს მისათვალო...
დარდო, რად მომევლინე!
ვარ აკვანი სულეთს მდგარი
და თუმც ქარი არა სჩანს,
აკლდამაში მარწევს ქარი:
მდუმარება მარადჟამს