ქებურია ბელა
გაზიარება

* * * უკვე არარა მიკვირს ექსკლიუზივი

უკვე არარა მიკვირს
და არც რაიმეს დარდი მაქვს,
მაოცებს ერთი ფიქრი,
რომ ჯერაც მზის ქვეშ დავდივარ...
გაწყდა და გადაჯიშდა
ერი ზნესუფთა, მედგარი,
ტალახისფერად გაწვიმდა,
თუ გადაიღებს ნეტავი.
ვარ მარგალიტის მარცვალი,
ვწუხვარ, ამ დარდთან მარტო ვარ,
რაც იყო... იყო, რაც არი
ისიც უფალმა დატოვა...
ალბათ სინდისზე შეგვაგდო,
თორემ რა სანდოები ვართ,
საკუთარს ჩვენ რომ ვღალატობთ
მტრებთან კი ცოცხალ-მკვდრები
ვართ...
უფალო, აღარ იბრუნო
ჩვენგან ეგ სახე მზისფერი,
გვიხსენი უძღებ შვილთაგან,
მოყვარე მტრისგან გვიხსენი...

??????