უფალო ექსკლიუზივი
დათოს
იქნებ მოხვედი, მე-კი ცოდვილმა,
ვეღარ გაგიღე გულის კარები,
რადგან მაცდურმა მზერამ მომხიბლა,
ყალბ გულს რომ იყო შენაფარები.
იქნებ ჩემს კარებს, ვით უპოვარი,
მოადექ, მაგრამ სულო, ცოდვილო,
მთვარის სხივებით დანათოვარი,
სავსე ტაბლა მაქვს და ვერ გცნობილობ.
წლებსა და გრძნობებს უღვთოდ
ვფლანგავდი,
დაუდევრად და როგორ უბრალოდ,
მზის ცაზე წვიმის სხივებს ქარგავდი
და ვერ მიგიხვდი მაინც, უფალო!
ახლაღა ვხვდები, როგორ გიყვარდი...
მაშინაც, როცა ბეწვზე ვეკიდე,
შენ გულმოწყალედ ჩემზე ზრუნავდი,
ვერ დაგეხმარე, ვერ შეგეხიდე...
მე ახლა შენი ტაძრის წინ ვდგავარ
დავაკაკუნებ და გთხოვ, გამიღო,
სულ ცოტა, ცოტა... მიკლია ლამპარს,
წმინდა ზეთით რომ თითქმის გაივსოს...
და აჰა, ისიც... მაღალ თაღებში,
ჯერარნახული შუქი იალებს,
ანგელოზები სამოთხის ბაღში,
ცლიან შარბათით სავსე ფიალებს.
შორს, ყვავილების მშვენიერ კორდებს,
აწვიმთ ღვთაებრივ მანანას ცვარი.
გამომეღვიძა... ცივ ჟღრუანტელში
დარჩენილს მკოცნის სექტემბრის ქარი...