ქებურია ბელა
გაზიარება

სადა ხარ ჰამლეტ! ექსკლიუზივი

ვერ დაგივიწყე! გამოვექეცი დროის მარწუხებს,
დავუსხლტი ქარონს, რომ გიპოვო და... ღმერთს ვაწუხებ.
მე გადმოვლახე დავიწყების რუხი მდინარე,
მკვდარი გეგონე? არა, თავი მოვიმძინარე...
ვერ დაგივიწყე... ამბნევია დროის გზა კვალი,
შფოთმა, ტკივილმა დამიშალა ქერა დალალი.
შუბლზე მეხლება ბედისწერა - ცეცხლისქარება,
მდინარეს ვენდე და ტალღები მეამქარება.
გახსოვდა ყველა... დედა, მამა - ნაამაგარი,
და დაგავიწყდა, რომ ვიყავი, პრინცო, მთავარი!
ღალატი, ომი, დაცემა და დაკარგვა ტახტის,
გადახდა ათასს, მომავალშიც ათასებს დაღლის.
არარაობის წამომასხი წამოსასხამი,
მე რას მერჩოდი, სხვაზე გქონდა გული გამტყდარი.
ჩემი იმედით ანაგები კოშკი კირისა,
დროის ბორბალმა ქარტეხილთა ბურით მინისლა.
მაგრამ დავბრუნდი! და... ჟამი-ჟამ ვიხსენებ სიზმარს,
ვარსკვლავებ ცრემლით პირსა ვბან და ნამს ვუფენ ცისკარს.
მთვარის სხივებით ვქარგავ ჩვენი განცდების ხალენს,
ბევრ რამეს არ გთხოვ, ჩემს მორჩილ სულს შენს ხელში დავლევ.
მაგრამ მანამდე... როცა მოხვალ, დღით თუ რულისად,
შენ შენსას მეტყვი, მე კი გეტყვი ჩემი გულისას,
რომელიც ვეღარც დრომ დააცხრო, ვერც მონასტერმა
და დამამარცხა სიყვარულმა მოყვარე - მტერმა.
გადიან წლები... მტვრად ვიქცევით... დრო მფლობელია!
სადა ხარ, ჰამლეტ! სული ჰხდება შენ ოფელიას...

??????