- ღმერთო, ქრისტე სად არის?
სად წავიდა ნეტაო?
- ზეცას მივჩერებივარ,
გორაზე ვარ, დედაო.
- ღმერთო, ქრისტე სად არის?
რა ვქნა, ვერ სად ვხედავო.
- წყალზე ფეხით გავდივარ,
შორი გზა მაქვს, დედაო.
- ღმერთო, ქრისტე სად არის?
მას რა დაებედაო?
ცის ზღურბლზე ვარ გასული,
ჯვარს გავეკარ, დედაო ...