მამედლი იმირ
გაზიარება

დრო, მამა და მე ექსკლიუზივი

დრო, დრო არ ითმენს,
დრო მამაჩემივითაა,
ერთთავად ჩქარობს.
მამაჩემი დროს უფრო ჰგავდა
ვიდრე - მამამისს.
სუფრას არასდროს შემორჩებოდა,
ჩაის მდუღარეს სვამდა ყოველთვის,
სათქმელს არც თვითონ ამთავრებდა და
არც შენ დაგამთავრებინებდა,
გასაგებია, საქმეს მივხედოთ,
გეტყოდა უცებ.
სწორედ ამიტომ
ასწლიანი თვისი სიცოცხლე
შუა გზაში შემოელია.
ეს იგივეა,
სამი დღე-ღამის სავალი გზა რომ
თვითმფრინავით
სამ საათში დაფაროს კაცმა.

მამაჩემი დროს უფრო ჰგავდა
ვიდრე მე-მამას;
მე კი დროის ანტოპოდი ვარ.
დროს ხომ ჩემსავით არ ეხერხება
მხართეძოზე წოლა და ფიქრი,
ფეხის ფეხზე შემოდება და ჩუმი ბაასი,
არ ეხერხება არც ყოყმანი,
არც უაზრო დაგვიანება.
სწორედ ამიტომ
ასწლიან ყოფას, ლამაზ სიცოცხლეს
ორას წლამდე ვერ წელავს იგი.

დრო, დრო არ ითმენს.
დრო მამაჩემივითაა.
მე კი ვითმენ და
დროს ისე ვწელავ,
როგორც რაგატკას.
რათა ვესროლო
დენის მავთულზე
ფეხათრეულ
ზარმაც ბეღურას.

??????