მამედლი იმირ
გაზიარება

ქარიქლაქუნები ექსკლიუზივი

გინახავთ კაცი ქარიქლაქუნა,
კაცი რომელიც ქარს უქლაქუნებს?
ოღონდ ისეთი სახე უჭირავს,
თოთქოსდა შიშველ ქალს უქლაქუნებს.

გინახავთ ქალი ქარიქლაქუნა,
ქალი, რომელიც ქარს უქლაქუნებს?
ხალხში კი თავი ისე უჭირავს,
თოთქოს დედოფლის ქმარს უქლაქუნებს.

გინახავთ ერი ქარიქლაქუნა,
ერი, რომელიც ქარს უქლაქუნებს?
ისეთი პოზა უჭირავს თითქოს
მტრის და დუშმანის ჯარს უქლაქუნებს.

ქარი კი ... ქარი დაჰქრის, ნავარდობს,
გადმოევლება ას საუკუნეს,
ქარიქლაქუნებს უკნიდან უვლის,
უვლის და მერე რას უქლაქუნებს.

??????