სიზმარი ექსკლიუზივი
(ჩემი მშობლების ნათელ ხსოვნას)
დედა ჩემი, მამა ჩემი მესიზმრა,
ბედნიერად მიღიმოდა ორივე.
წავა-მეთქი, ვერა, ვერ შემელია
ამ ცხოვრების წყალუწრეტი მორევი
დედა ჩემი, მამა ჩემი მესიზმრა,
დედა ჩემი შეხვედროდა მამასა.
უცებ ვიგრძენ იმ სოფელში გასულებს
ეს სოფელი არ უღირდათ თამაშად.
დედა ჩემი, მამა ჩემი მესიზმრა,
ცოლის ფშვინვამ იქით კენ არ გამიშვა.
ამ სოფელში უცებ რამე რო მოხდეს,
იმ სოფელში მშობლები მყავს, რა მიშავს.