მამედლი იმირ
გაზიარება

გახსენება ექსკლიუზივი

ბედნიერი ვარ რომ შენ გიცნობდი
რომ მეგობარი ვიყავი შენი.
გახსოვს, კალობნის დიდი ციცაბო
ჩვენ ავათავედ მსუბუქი ქშენით.

მერე ჩავყევით იქითა ფერდობს,
დღე იყო, მართლაც, ერთობ ქებული,
კლდემ მოგვაშტერა თვალები, ღმერთო, - 
ორი პირბნელი გამოქვაბული.

თითქოს და დედამ რომ გამოგიშვა
თან დაგიბარა მოდი მალეო.
კლდეს ჩუმად უთხრა, შენით რა მიშავს,
ჩემს გოგოს ჩუმათ უთვალთვალეო.

საითაც გვსურდა იქით გავწიეთ,
არ დაგიდევდით დედას სრულებით.
უეცრად მოვწყდით კლდის თვალსაწიერს
გამოქვაბულში შეყუჟულები.

??????