მამედლი იმირ
გაზიარება

უცხოობის შეგრძნება ექსკლიუზივი

ისეთი გრძნობა მიჩნდება ჟამთან,
თითქოს ჩამოვრჩი მთავარ ქარავანს.
ჩემს სახლში ვზივარ, ჩაისა ვსამ და,
ასე მგონია, სახლში არავარ.

აქეთ მშობლიურს შემოვეკედლე,
იქით გზა კივის რა შემზარავათ ...
მიყუჟული ვარ კუთხეში ეგრე,
მაინც მგონია სახლში არავარ.

ო, საქართველოვ, რა დამემართა,
ვიტყვი სიმართლეს დაუფარავად,
ზოგჯერ ვაფარებ თავს შენს თბილ კალთას,
იქაც მგონია სახლში არავარ.

??????