მარტოობა პროვინციულ სასტუმროში ექსკლიუზივი
ორადგილიან საწოლში ვწევარ,
მხუთავს უსაზღვრო სიცარიელე.
ვგავარ ყანაში განაბულ მწევარს,
და ვიცი ფიქრში უცებ იელვებ.
მთუთქავს საწოლის დიდი უდაბნო,
ამ უდაბნოში მკლავს უშენობა.
ისე უაზრო ვარ, როგორც ოდით
მიტოვებული ძველი შენობა.
და მენატრები, გულწრფელად ვამბობ,
(ეგებ ამის თქმა არც მეკადრება),
ვით პროვინციულ სასტუმროს საპუნს
სტუმრის ხელები მოენატრება.