მამედლი იმირ
გაზიარება

გაუშიფრავი იეროგლიფი ექსკლიუზივი

ჩემი სახლის წინ, მდინარის გაღმა
მეტეხის კლდეა.
ფარდას რომ გავწევ, კლდეს ებჯინება
ჩემი მზერა შორს გამიზნული.

ასე თვალებით
კლდეზე გამომყავს იეროგლიფი.
ფარდით ვშლი ძველს და
ახალსა ვწერ გაუთავებლად.

თუ მოასწრებ და თუ წაიკითხავ,
უმალ შეიტყობ,
ვის მისწვდებოდა ფარული მზერა,
მეტეხის კლდეს რომ არ მიბჯენოდა.

??????