მამედლი იმირ
გაზიარება

უსასრულობა ექსკლიუზივი

მთელი ცხოვრება მოვდივარ შენსკენ,
(ეს ბანალურად ჟღერს, ალბათ, მაგრამ
როგორც ფაქტს კიდევ გავიმეორებ):
მთელი ცხოვრება შენსკენ მოვდივარ,
ვიცი, ვერ მოვალ, რადგან ცხოვრება,
ვერ გასწვდება ამხელა მანძილს.
მე მაინც ვივლი სიკვდილამდე ერთგულის ჟინით.
და საფლავს იქით რაც დარჩება გამოსავლელი,
ორი ნაბიჯიც რომ იყოს მაინც
ის იქნება
უ ს ა ს რ უ ლ ო ბ ა .

??????