მამედლი იმირ
გაზიარება

უსაზღროების სევდა ექსკლიუზივი

ნეტავი სულაც არა მცოდნოდა,
რამე თუ იყო იმ მთების იქით.
ნეტავი აქვე დავტეულვიყავ,
აზრით და ფიქრით.
ნეტავ ეს მთები,
მხოლოდ ეს მთები
მეხატა ჩემი შავი ფანქარით.
ნეტავი ეს გზა არ დამეხატა,
რომელზეც ახლა მივქრი მანქანით.
ნეტავ  ოცნების ის სადღეგრძელო
არ დამელია მესამე ჭიქით.
ნეტავი სულაც არა მცოდნოდა,
რამე თუ იყო იმ მთების იქით...

??????