მამედლი იმირ
გაზიარება

საგმირო დასთანისათვის ექსკლიუზივი

არ ვიჭიდავებ დევთან,
გადმომედება დევის
ბაყბაყ დარდი და სევდა.

არ ვიჭიდავებ მზესთან,
მზე ჩამომჯდარი ხევთან
ვნახე, ნისლს როგორ ხევდა.

არ ვიჭიდავებ ზღვასთან,
ვერ მოერგება ტალღა
ყველა საგმირო დასთანს.

შევებმი ქარის წისქვილს,
დავეჭიდები მზისთვის,
დევისათვის და ზღვისთვის.

??????