მამედლი იმირ
გაზიარება

იქ სადაც არ ვართ ექსკლიუზივი

იქ სადაც არ ვართ
არც ჩვენი გზაა, არც ჩვენი სახლი,
არც ბავშვები იხსნებენ იქ ჩვენს სახელებს,
არც დიაცი გვეფერება
მისით მოხიბლულს და მისთვის დაღლილს.
იქ სადაც არ ვართ,
კუდის ქიცინით და ლაქუცით არ გვეგებება,
სულ ყეფა-ღრენით გვიხსენებს ძაღლი.
იქ სადაც არ ვართ,
ენა ჩვენზე არც რასა როშავს,
და ბატონო უჩვენობა ტახტზე განრთხმული
განაგებს დრო ჟამს.

??????