შუქ-ჩრდილები ექსკლიუზივი
ისევ იზრდება
ჩრდილი ზღაპრული უფლისწულივით,
ისევ შავდება მიწისფერი სველი ხნულივით.
და ჩრდილის სიგრძის პროპორციულად
მოკლდება გზა და კაცის დღე ისევ,
და ფიქრი სქელი ნისლივით წვება,
სულ სევდით მივსებს.
და ისევ დავალ სიტყვის საუფლოს, -
სად არის ნეტავ ლექსის სათავე,
სადაც საუბარს ვიწყებთ, თუ უფრო
სადაც სუყველა სათქმელს ვათავებთ.
... ეგრე ძებნაში გამომზიურდა
ხვთიდ დაფარული ლექსი მრავალი.
და ჩრდილის სიგრძის პროპორციულად
მოკლდება დღე და კაცის სავალი.