შტრიხები ავტოპორტრეტისათვის ექსკლიუზივი
გზაზე აყოლილ ტალახივით ფეხზე გეკიდეთ,
ფეხს არც იქნევდით,
ისე ფრთხილად მიმოდიოდით.
მაინც ყველასგან გამორჩევით მე ერთს მეკეთა
"ლუჩი" საათი,
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი.
მხოლოდ შარვალი მვარდებოდა ოცნებით რაინდს
რადგან ცხოვრება ოცნება სავით
არ იყო მუდამ გულით კეთილი, -
ბევრნი და-ძმანი ვიყავით და მამა-მახმადას
ოფლად ზდიოდა ჩვენზე ფიქრები, დედა-შამამას
ევას მარადი ცოდვებივით მხრებზე ეკიდა
მაწვნის ქილებით დატენილი შავი ჩანთები.
ათაში ერთ ხელ ჩემთვის ტანსაცმელს რომ ყიდულობდნენ,
შარვალი მუდამ დიდი მოჰქონდათ.
გაიზრდებაო! - ასე ამბობდა დედიკო, ჰო და,
თითქოს ოცნება წამოსცდებოდა ხოლმე თავისი.
ჩემი უფროსი დაც შორიდან იმით მიცნობდა,
შალვარი ხელით უჭირავს და ისე მოდისო.
ფეხს არ იქნვდით ისე ფრთხილად მიმოდიოდით.
და მე მიყვარდა კოლას გოგოს შავი თვალები,
როგორც მორწმუნეს მარიამის თვალები უყვარს.
ლექსებს ვუწერდი, ახლა ვხდები, თურმე რა ფუჭად
ჩაიარა ჩემმა წვალებამ.
ერთხელ თქვა ჩემთვის ოხრის მაგივრად
რამე ბაწარი ნახე შალვარის დასამაგრებლად.
სოფლის მძღოლები მეძახოდნენ პატარა "ქირვას"
და მამღერებდნენ, "კინტრი თედომ ქორწილი ქნაო"
რადგან იცოდნენ, ჩემი სხვებივით ატირება
ათას ჯერ უფრო ძნელი საქმე იყო მძღოლთა თვის
და ჩემი უცებ ამღერება კი
ათი ათას ჯერ უფრო იოლი.
თანაც ყველას გან გამორჩევით მე ერთს მეკეთა
"ლუჩი" საათი.
და ფაშიანის ორღობეებში
ჟამის კამეჩი მოდიოდა ტაატ-ტაატით.
კოლას გოგოს კი მარიამივით
შავი და წმინდა თვალები ჰქონდა.
და გაზაფხული თქვენზე უფრო კარგათ მამჩნევდა, -
გაშლილ ხელებზე ეფინა და
ჩემსკენ რაღაც თეთრი მოჰქონდა,
და მერე როგორც გავიგე გვიან
ეს იყო ჩემი სიყვარული იმ ერთი სადმი,
ვისი სახელის ხსენებასაც ისე გავურბი
როგორც შიიტი წამებულთა წმინდა სახელებს.
ო, თურმე კაცი სადამდე არ აიშვერს ხელებს,
ოღონდ ღმერთმა რამე უშველოს.
მე კი საშველი არ დამადგა, რადგან თვით შველა
მაშინებდა უმისამართო,
ვით რამ წერილი ონონიმური.
ბავშობიდანმე არ მიყვარდა გამოცანები,
გამოცნობისას ყველაზე ნაკლებ ნიჭს მე ვავლენდი.
ერთი კი ჩუმად მარწმუნებდა გეყო, დანებდი.
მერე იყო და
არ გჯეროდათ ამ დიდი გრძნობის,
და ამიტომაც დაპატარავდა,
როგორც ბებია სიბერისას, ან გული შიშით.
ჩემ სიყვარულს კი უყურებდით, ვით უცხო ფრინველს
თქვენთვის ჯერაც უცნობი ჯიშის.
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი,
და დედაც ისე სწრაფად დნებოდა,
როგორც ოთახში შეტანილი გუნდა თოვლისა,
რადგან ცხოვრება ისე აჭერდა ხელს რბილ სხეულზე,
ვით ბავშვი ლამაზ ბეღურა ჩიტს სიყვარულისგან.
მაწვნის ქილებით გატენილი შავი ჩანთა
მხრებზე ეკიდა ვით ევას ცოდვა,
რომელიც ალბათ ყველა ქალმა უნდა ზიდოს
ზურგით, თუ მხრებით.
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი,
და ჯოხის ცხენზე გადავჯდებოდი ხოლმე ყოველთვის.
და არასოდეს ჯოხის ჯორზე არ გადამჯდარვარ.
წაიღო ქარმა,
წაიღო ქარმა, რაც მოიტანა.
მხოლოდ ის დაგვრჩა, რასაც ქარი ვერ მოერია
ფიქრივით მძიმე, დარდივით დიდი.
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი.