შეხვედრა ექსკლიუზივი
(ომარ თურმანაულს)
გამარჯობა, ჩემო ძმაო,
გამარჯობა, ომარ.
მითხარ, ბიჭო, ხომ არ მოგკლა
წეღანდელმა ომმა?
მითხარ, სხვად ხომ არ დაბრუნდი
სხვად წასული კაცი?
ეგრე თუა, სად გეძებო,
სად მოგაგნო აწი?
გათამამდა სიკვდილი და
ნახე როგორ ანცობს...
ჯინს ბითლში ვინ დააბრუნებს,
ვინ დააცობს საცობს!
გამარჯობა, ჩემო ძმაო,
გამარჯო, ომარ.
ცოცხალს ეჭვით გეკითხები,
ხომ არ მოგკლა ომმა?