მამედლი იმირ
გაზიარება

პატრიოტი უცხოეთში ექსკლიუზივი

ერთი ნაცნობი მყავდა იდიოტი,
ცხოვრების წესით პატრიოტი.
თავისი ქვეყნის რუკას იშლიდა ლოგინივით,
ზედ იძინებდა,
თავს სამშობლოში ვგრძნობ მთელი ღამე,
ასე ამბობდა
დილით ამდგარი
ლოგინივით აალაგებდა ხოლმე სამშობლოს,
ისე როგორც გლეხი აკეცს მოწეულ ყანას,
საველე ჩანთაში ჩადებდა და
მერე მთელი დღე თან ატარებდა
მშობელ ქვეყანას.

??????