სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ ექსკლიუზივი

ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ,
ზარებს დარეკავს მიწების რიგი,
დაუშვებს წვიმა და ელვის ეტლი
ცის კრამიტებზე ასტეხავს ხრიგინს.
მოვარდნილ გრიგალს ფერწასულს,დაღლილს,
ჩემს სიკვდილს კიდევ დაუმალავენ,
შორს კი ვარსკვლავზე ბარით ჩაივლის 
მარადისობის ყრუ მესაფლავე.
აქ ჭოტი ძახილს წყალში გაურევს,
შეკრთება სადღაც მკვდარი ბუნება,
უკან კი მძლავრად დაიხმაურებს
ათასი ღამის უდაბურება.
როდესაც ყველა იქნება გრილი, 
როცა ლოდებიც ვერ დამფარავენ,
წავა და ცისკენ დაიწყებს ტირილს 
მარადისობის ყრუ მესაფლავე.

??????