ბუკოვსკი ჩარლზ
გაზიარება

პოლიტიკა (მთარგმნელი გაგუა ნანა) 

მეორე მსოფლიო ომის მერე, ლოს ანჟელესის ადგილობრივ კოლეჯში, თავი ნაცისტად მომქონდა. ჰიტლერს ჰერკულესისგან ძლივს ვარჩევდი და ეს ნაკლებად მაღელვებდა. საშინლად მომბეზრდა ლექციებზე პატრიოტთა ქადაგება ბრძოლისაკენ მოწოდებაზე. უბრალოდ, გადავწყვიტე, ოპოზიციონერი გავმხდარიყავი. ჰიტლერის წასაკითხად თავი არ შემიწუხებია.

ჩემში, ყველაფერი სატანური და მანიაკალური, უკვე აღშფოთებას იწვევდა.
 სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური მრწამსი არ გამაჩნდა. ეს კი თავისუფლად ცურვის საშუალება იყო.
ხანდახან, როცა კაცი იმას აკეთებს რისიც არ სწამს, შესაძლოა ბევრად საინტერესო საქმე გამოუვიდეს, რადგან მასზე ემოციურად მიჯაჭული არ არის. სულ მალე, ყველა მაღალმა და ქერა ბიჭმა “ აბრაჰამ ლინკოლნის ბრიგადა” ჩამოაყალიბა, რათა ესპანეთი ფაშიზმის შემოტევისაგან დაეცვათ. შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მტრის გაწვრთნილმა არმიამ ისინი დახვრიტა. ზოგი მათგანი, უბრალოდ თავგადასავლის საძიებლად იყო წასული. ჩემს თავზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ საჯდომს და პენისს მაინც ვუფრთხილდებოდი.
  ლექციაზე წამოვხტებოდი და რაც თავში მომივიდოდა ყველაფერს ვყრანტალებდი. ჩვეულებრივ, “აღმატებულ რასაზე” ვსაუბრობდი, რაც თითქოს იუმორისტული მეჩვენებოდა.

ზანგებს და ებრაელებს პირდაპირ არ ვეხებოდი, რადგან ვხედავდი, ჩემსავით ღარიბები და დაბნეულები იყვენენ. შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლაში, ერთი ბოთლი ღვინო მეხმარებოდა, რომელიც ყოველთვის თან დამქონდა. მიკვირდა, როცა ამდენი ადამიანი სულგანაბული მისმენდა და ჩემს მიერ გამოთქმულ განცხადებებზე, ცოტას უჩნდებოდა შეკითხვა.  
“ ჩინასკი, შენ რა, სტუდენტთა მმართველობაში, პრეზიდენტობას აპირებ? “
“ ჯანდაბა, არა, არ ვაპირებ.”  
 არც არაფრის კეთება მინდოდა. სპორტდარბაზშიც კი არ დავდიოდი. სინამდვილეში, რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ეს იყო სპორტდარბაზში სიარული, სასქესო ორგანოების დამცავი ტრუსების ჩაცმა და პენისების სიგრძის შედარება. საშუალო ზომის რომ მქონდა ვიცოდი.

ამის დასადგენად კი, სპორტდარბაზში სიარული არ მჭირდებოდა. 
როგორც იქნა გაგვიმართლა. კოლეჯმა სტუდენტთა გაწევრიანებაში 2 დოლარის გადახდა დააწესა. რამდენიმემ ეს ფაქტი გავაპროტესტეთ, არაკონსტიტუციურად ჩავთვალეთ და მის გადახდაზე უარი ვთქვით. გავიფიცეთ. კოლეჯის მმართველობამ ლექციებზე დასწრების უფლება მოგვცა. მაგრამ რამდენიმე პრივილეგია მაინც ჩამოგვართვა, მათ შორის, სპორტდარბაზში სიარულისა.
ფიზკულტურის გაკვეთილზე, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები, ჩვენი მწვრთნელის წინაშე გამოვცხადდებოდით. ეს უკანასკნელი მინდორში ძუნძულით სირბილს გვაიძულებდა.

მათი შურისძიება სულ ეს იყო. მშვენიერია. ოფლის ღვრამდე სირბილს და კალათში ბურთის ჩაგდებაზე წვალებას, კიდევ ეს მდგომარეობა ჯობდა.
 მოედანს წრეს ვურტყამდით და უხამს სიმღერებს ვმღეროდით. ფეხბურთის გუნდის მოძველბიჭო ამერიკელები ცემით დაგვემუქრნენ, მაგრამ რატომღაც ვერასოდეს მოახეხეს. იქნებ იმიტომ, რომ მათზე დიდები და გამხდრები ვიყავით. პირადად მე, გადასარევ მდგომარეობაში ვიყავი. თავს ნაცისტად ვასაღებდი და მერე მოვტრიალდებოდი და გავყვიროდი, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლება შეილახა.
 ხანდახან, ემოციურიც ვხდებოდი.

მახსოვს, ერთხელ მთვრალმა აცრემლებული თვალებით ვთქვი: “დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს ომი უკანასკნელი არ იქნება. როგორც კი მტერი განადგურდება, მეორე მაშინათვე გამოჩნდება. ეს უაზრო და დაუსრულებელი პროცესია. Kკარგი და ცუდი ომი არ არსებობს.”
მეორე შემთხვევაც იყო: უნივერსიტეტის ეზოში, კათედრასთან სიტყვით გამოდიოდა ჟინიანი კომუნისტი ბიჭი, უჩარჩოო სათვალით და ნაყვავილარი სახით. შავი სვიტერი იდაყვთან გამოხეული ქონდა. ჩემს რამდენიმე მოწაფესთან ერთად ვიდექი და ვუსმენდი. ერთ–ერთი მათგანი იყო, ე.წ.

“თეთრი რუსი” ზირკოფი, რომლის მამა და ბაბუა, რუსეთის რევოლუციის დროს, წითლებს მოუკლავთ. ზირკოფმა დამპალი პომიდვრებით სავსე ტომარა მიჩვენა და მითხრა: “ როცა სიტყვით გამოხვალ, ამათ სროლას დავიწყებთ.”
  მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოწაფეები ამ კომუნისტ ბიჭს არ უსმენდნენ და თუ უსმენდნენ, მათთვის მაინც არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ისინი დამოუკიდებლად ვერ აზროვნებდნენ. მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობა მათნაირი იყო. როგორც ჩანდა, საშუალო ზომის პენისის ქონა, ყველაზე უდიდეს ცოდვათაშორის არ ყოფილა.
“ ზირკოფ, ეს პომიდვრები აქედან მოაშორე”,– ვთქვი მე.
“ნეტა, ხელით ასაფეთქებელი ყუმბარები იყოს”,– თქვა ზირკოფმა.
 იმ დღიდან, ჩემს მოწაფეებზე კონტროლი დავკარგე და როცა მათ ლაყე პომიდვრების სროლა დაიწყეს, მე გავეცალე.

შემატყობინეს, რომ ახალი, მოწინავე პარტია ყალიბდებოდა. გლენდეილში, აღნიშნულ მისამართზე, იმავე ღამეს მივედი. ვისხედით დიდი სახლის სარდაფში, ჩვენ_ჩვენი ღვინის ბოთლებით და სხვადასხვა ზომის პენისებით.
  ოთახში კათედრა იდგა და მაგიდაზე მთელ შავ კედელზე ამერიკის დიდი დროშა იყო გაშლილი .

გამოვიდა ჯანმრთელი გარეგნობის ამერიკელი ყმაწვილი და მისალმების ნიშნად, დროშასთან ფიცის დადება შემოგვთავაზა.
 Dდროშასთან ფიცის დადებას ვერასდროს ვერ ვიტანდი. უინტერესოდ და სისულელედ მიმაჩნდა. მაგრამ, რადგან იქ ვიყავით სხვა გზა არ გვქონდა. ავდექით და ბრძანება შევასრულეთ. მცირე პაუზის შემდეგ, დასხდომისას ყველამ თავი ისე იგრძნო, თითქოს სახეში გაულაწუნესო.
ჯანსაღმა ამერიკელმა საუბარი დაიწყო. ვიცანი, დრამატურგიის გაკვეთილებზე წინა რიგში, რომ მსუქანი ბიჭი იჯდა, ის იყო. ასეთ ტიპებს არასოდეს ვენდობოდი.

გულს აწყალებდა, თანაც მაგრად. მან დაიწყო: “კომუნისტური საშიშროება უნდა შეჩერდეს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ სათანადო ნაბიჯები გადავდგათ. კანონით გათვალისწინებულ ყველა და საჭირო შემთხვევაში, შესაძლოა უკანონო ზომებსაც მივმართოთ..…”
დანარჩენი კარგად არ მახსოვს. კომუნისტების მუქარა, ნაცისტების მიმართ მუქარაზე სულ არ მადარდებდა. ახლა მე მინდოდა: სმა, ჟიმაობა და კარგი საჭმელი. მინდოდა, სადმე ბინძურ ბარში ჭიქა ლუდის დალევის მერე მემღერა და სიგარა მომეწია.

მოვტყუვდი. აქ, უბრალოდ, მიზნის მისაღწევი საშუალება ვიყავი.
შემდეგ, ზირკოფი, მე და ერთი ჩემი ყოფილი მოწაფე ვესტლეიკ პარკში წავედით, ნავი ვიქირავეთ და სადილად იხვის დაჭერა ვცადეთ. მაგრად დავთვერით, იხვიც ვერ დავიჭირეთ და როგორც აღმოჩნდა ,ნავის ქირასაც ვერ ვიხდიდით.
 ნავით ტბის მეჩხერი მხარისკენ გავცურეთ და ზირკოფის თოფით, რუსული რულეტი ვითამაშეთ.

ყველას გაგვიმართლა და გადავრჩით. შემდეგ, მთვრალი ზირკოფი მთვარის შუქზე წამოდგა და ნავის ფსკერს თოფი ესროლა. წყალმა ნავში შემოსვლა დაიწყო. ნავის მესამედი ჩაიძირა და თავის გადასარჩენად ნაპირამდე მივლასლასდით.

ამრიგად, საღამო კარგად დამთავრდა და ამაოდ არ ჩაუვლია.
ნაცისტს კარგა ხანს ვთამაშობდი, მანამ სანამ ნაცისტებიც, კომუნისტებიც და ამერიკელებიც აღარ მაღელვებდა. მაგრამ ინტერესს ვკარგავდი. სინამდვილეში, პერლ ჰარბორამდე დავნებდი. თამაშს ხალისი დაეკარგა. ომი ახლოვდებოდა. მე კი, არც ომში წასვლა მინდოდა და არც კეთილის მსურველ ომის მოწინააღმდეგედ მიმაჩნდა თავი. ეს ყველაფერი ძაღლის ბედი და უსარგებლო იყო.

მე და ჩემი საშუალო ზომის პენისი განსაცდელში ვიყავით. 
 ლექციებზე განაბული და მომლოდინე ვიჯექი. სტუდენტები და მასწავლებლები მკბენდნენ. მართვის სადავე, შინაგანი რისხვა და გამბედაობა დავკარგე. ვგრძნობდი, ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა. ასეც უნდა მომხდარიყო. ყველას პენისი განსაცდელში იყო.
 საკმაოდ სიმპატიურმა და ლამაზფეხებიანმა ინგლისურის მასწავლებელმა, გაკვეთილების შემდეგ დარჩენა მთხოვა. 
”რაშია საქმე, ჩინასკი?”– მკითხა მან.
“ თავი დავანებე”,– ვუპასუხე მე.” 
“პოლიტიკას გულისხმობ?”
“ პოლიტიკას ვგულისხმობ”,– ვთქვი მე.
“კარგი მეზღვაური შეგიძლია გამოხვიდე”,– მითხრა მან.წამოვედი....
 ჩემს საუკეთესო მეგობართან, მეზღვაურთან, გარეუბნის ლუდხანაში ვიჯექი, როცა ეს მოხდა. მოულოდნელად, რადიოში სიმღერა შეწყდა და პერლ ჰარბორის დაბომბვა გვაუწყეს.

ყველა სამხედრო პირს, სასწრაფოდ თავიანთ ბაზაში იბარებდნენ. ჩემმა მეგობარმა მთხოვა, სან დიეგოში ავტობუსით, მასთან ერთად წავსულიყავი. რადგან შესაძლოა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. და ის მართალი აღმოჩნდა.

??????