ინჯია ჯემალ
გაზიარება

ჩემო მკითხველო! 

ჩემს მერე თქვენი თაობებია
და ამ თაობებს ვენდე,
ლექსებს, რომლებიც დაობლდებიან
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ეტყვით სიცოცხლე ვით არ მრგებია
და ასმენინებთ ზე მდეგს
ლექსებს, რომლებიც ითარგმნებიან
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ეტყვი, მკითხველო, ზოგჯერ ეკლებად
როგორ ვიწრთობდი დღემდე
ლექსებს, რომლებიც გამოქვეყნდება
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
მოსპობ, რაც შენგან ნაღმერთებია,
თუკი ქუსლებით შედექ
ლექსებს, რომლებიც ამღერდებიან
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ზოგს თავის ჩენა ახლა უნდება,
ხვალ შენ გააცნობ შედეგს
ლექსებს, რომლებიც გახმაურდება
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ყველას არა ვთვლი ოქროს ბეჭდებად,
დღეს ვერ დაარქმევ „შემტევს“
ლექსებს, რომლებიც დაიბეჭდება
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
შთავაგონებდი ლამაზ ოცნებებს
სულ უკანასკნელ შრემდე
ლექსებს, რომლებიც გამაცოცხლებენ
ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ის ლოზუნგები და ის ტემპები
როგორ ამაოდ სდევდნენ
ლექსებს, რომლებიც დაისტამბება
ჩემი სიკვდილის შემდეგ.

??????