ინჯია ჯემალ
გაზიარება

სიზმარში ვნახე 

გზაჯვარედინის შემქმნელ ბილიკზე
ყვავილებს კრეფდნენ კარგად გაშლამდე.
წმინდა მამები შეკრებილიყვნენ
და საქართველოს მირონს ხარშავდნენ.
იქ, სადაც ჰპოვა სიკვდილი მწირმა,
სხივებს აფრქვევდა საამინდო მზე,
პირველყოფილი ხდებოდა  წირვა,
სანამ მინდორზე.
იკრიფებოდა სვინტრი სოსანი,
ფრინტა, კასია, ბალბა, იელი,
გვირილა, ხვართქლა, ანწლი, შროშანი,
აბზინდა, კამა, პიტნა, შვრიელა.
სხვა ცა ეხურა თითქოს ზედაზენს,
არც გაზაფხული ჰგავდა შარშანდელს.
იწვოდა რცხილა, დუღდა მზეთამზე,
მირონს ხარშავდნენ.

??????