ინჯია ჯემალ
გაზიარება

ეპიტაფია 

შავ ღვინოს ვსვამდი ზამთრობით,
თეთრი მიყვარდა ზაფხულში,
ვინ იყო ჩემი დამთრობი,
მაგრამ, ვაი, რომ გავფუჭდი.
სმის არ ვიცოდი მე ზომა,
რამაც ბედს მიმცა ტრაგიკულს,
ახლა პატარა ეზო მაქვს,
აქ ვერ მოიქნევს თაგვი კუდს.
ჩემი ნაღველი ვის ვუთხრა,
ფესვზე ვკიდივარ ალვის რტოს,
მაშინ თუ ამოვისუნთქავ,
მიწა რომ სკდება გვალვის დროს.

??????