ინჯია ჯემალ
გაზიარება

*** გაკრული ხარ, ვით ქრისტე 

გაკრული ხარ, ვით ქრისტე,
ხის ჯვარზე და მიდიხარ,
აქეთ-იქით ტყორცნი თიხას,
სამარედ რომ გითხრის ტყე,
არ ემდური შენს იღბალს,
ქირქილებენ, არც ის გიკვირს.
შეუძლია კაცის ქირქილს
უნიჭობის შენიღბვა.
არ ემდური, არც უვლი,
ეს გეწერა ვინაიდან.
გოლგოთაზე ვინ აიტანს
ჯვარს, თუ არა ჯვარცმული,,
ძირს გეთრევა ფარაჯა,
როდი მოგდის ეგ სიგონჯით,
იარსებებ ლექსიკონში
„აღდგომასთან“ მარადჟამს.

??????