აპოლინერი გიიომ
გაზიარება

გთხოვთ მომიტევოთ გულმავიწყობა 

გთხოვთ მომიტევოთ გულმავიწყობა
მაპატიოთ რომ აღარ ვიცი მიგნება სიტყვის 
რომ არაფერი აღარ მესმის და მიყვარს მხოლოდ
ცეცხლის ენებად მოვლენილი ეს ყვავილები
ვარ ღვთაებრივი მჭვრეტელი და მივესალმები
ყველაფერს იმას რაც მე თვითონ არ შემიქმნია
მაგრამ თუ დადგა ისეთი დრო როდესაც უცებ
უცნაური სახის ჩრდილები
ჩამოწვებიან დედამიწაზე
და ჩემს სიყვარულს მრავალნაირს ახდიან ფარდას
მაშინ უეცრად დაინახავთ უცხო ქმნილებებს
მე რომ შევქმენი ჭვრეტასა და მარტოობაში.
 
მთარგმნელი ლანა ღოღობერიძე 

??????