პიერ დიუმონი ექსკლიუზივი
აგვისტოს შუადღის ჩახუთული ჰაერი ლოკომოტივის გაუთავებელმა კივილმა გაარღვია. მეორე კლასის კუპეში პიერი დედასთან ერთად იჯდა. თვალებჩაცვენილი, გულკეთილი, ფერკმთალი სახის დედა ოფიცრის ქვრივი გახლდათ; საშუალო სიმაღლის ქალს სადა შავი შალის კაბა ემოსა.
მისი ვაჟი, თერტმედიოდე წლის ყმაწვილი, სამხედრო სკოლის მუნდირში გამოწყობილიყო.
-აი, მოვედით კიდეც, ხმამაღლა წამოიძახა გახარებულმა პიერნა და საგზაო ბადურიდან თავისი სადა, პატარა ნაცრისფერი ჩემოდანი ამოიღო, რომელზც დიდი ბეჭდური ასოებით იყო ამოყვანილი: ,, პირე დიუმონი, გაწვევის ასაკი №20". დედამ თვალები უხმოდ დახარა. სანამ ყმაწვილი ბარგს გვერდით სკამზე დაალაგებდა, ქალს მეხსიერებაში ის უცნაური დიდრონი ასოები ამოუტივტივდა, ხანგრძლივი მოგზაურობისას ალბათ ასჯერ მაინც რომ გადაიკითხა. განსვენებულ კაპიტანთან თანაცხოვრებისას ჯარისკაცულ ყოფას გვარიანად მისჩვეოდა, არც სენტიმენტალური ქალი ეთქმოდა, მაგრამ მაინც მწარედ ამოიოხრა, რადგან დედობრივი სიამაყე ელახებოდა, როცა მის გულითად ერთას ასე უბრალო ციფრებად ,,№20"-ად მოიხსენიებდნენ. ო, რა საშინლად ჟღერდა!
ამასობაში პიერი ფანჯრიდან გადაშლილი ბუნებით ტკბებოდა. სადგურს უახლოვდებოდნენ, მატარებელი, გზაგასაყარზე ნელი გრუხუნით გადადიოდა. ფანჯარაში ერთმანეთს ენაცვლებოდა ამწვანებული მიწაყრილები. გაშლილი მინდვრები და პატარა სახლები, რომელთა კარებთან ტანაყრილი ყვითელთავა მზესუმზურები დარაჯებივით ჩამორიგებულიყვნენ. კარები ისეთი პატარები მოსჩანდა, პიერმა გაიფიქრა შესვლა თუ მოვიწადინე დახრა მომიწევსო, მაგრამ სახლები უკვე თვალს მიეფარა და ფანჯრებაჭედილ, გამურულ საწყობებს დაუთმო, გზა თანდათან ფართოვდებოდა, რელსები ერთიმეორეს გვერდით ჩნდებოდნენ და, როგორც იქნა, ხმაურითა და შიშინით პატარა ქალაქის ვაგზლის შენობაში შევიდნენ.
-დღეს კიდევ შეგვიძლია ვიმხიარულოთ, დედა - ჩაიჩურჩულა ყმაწვილმა და შეშინებულ დედას მხურვალედ მიეკრა. შემდეგ თავისი სახით ხელკავი გამოსდო. ქალბატონი დიუმონი, მართალია, ტანდაბანილი გახლდათ, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ კავალერს ხელი იღლიაში გაუყარა. ჩემოდანს მებარგული დაპატრონებოდა. ასე და ამგვარად, შუადღის ხვატში, მტვრიანი ქუჩით, სასტუმროს გზას გაუყვნენ.
-დედა, რა უნდა ვჭამოთ?
-რაც გვესიამოვნება, ძვირფასო!
პიერმა საყვარელი კერძების ჩამოთვლა დაიწყო, რომლებითაც ორთვიანი არდადეგებისას შინ უმასპინძლებოდნენ. ნეტავ, ამისა და ამის შეკვეთა თუ შეიძლება? და ლუკუსის სიზუზტით მოჰყვნენ წვნიანიდან მოყოლებული კრემიანი ვაშლის ორცხობილაზე საუბარს. პატარა ჯარისკაცი ხუმრობის ხასიათზე მოვიდა, თითქოს მისი ცხოვრების დედააზრს ესა თუ ის საყვარელი კერძი წარმოადგენდა და მოვლენებიც ამის საფუძველზე ვითარდებოდა. ჰოდა, არაფრით არ ჩერდებოდა: ,,გახსოვს, ამას და ამას რომ მივირთმევდით, მერე ესა და ეს ხდებოდა". ხანდახან ახსენდებოდა, რომ დღეს, ოთხთვიანი სწავლების დაწყებამდე, ბოლოჯერ მოუწევდა საყვარელი კერძებით ტკბობა, ჩუმად ამოიოხრავდა და ერთხანს მიჩუმდებოდა. მაგრამ ზაფხულის მხიარული, მზიანი დღე მის ბავშვურ სულს აფორიაქებდა და პიერიც ხელახალი ენერგიით იხსენებდა ყველაფერს, რაც გასულ არდადეგებს უხალისებდა. დღის ორი საათი შესრულებულიყო. შვიდისთვის ყაზარმაში უნდა გამოცხადებულიყო, ესე იგი, ხუთი საათი რჩებოდა. დიდ ისარს ციფერბლატი ხუთჯერ უნდა შემოერბინა - ბევრი, გვარიანად ბევრი დრო დარჩენილა.
სადილი დამთავრდა. პიერმა მადიანად მიირთვა, მაგრამ როცა დედა წითელ ღვინოს უსხამდა და ჭიქის აწევისას წყლიანი თვალებით მიაჩერდებოდა, ლუკმა ხელში ეხიდებოდა. ოთახში აქით-იქით იყურებოდა, მერე მზერა ციფერბლატზე შეაჩერა: სამი საათი გამხდარიყო. დიდმა ისარმა ოთხჯერ... ამის გაფიქრებამ გამბედაობა შემატა. ჭიქა აიღო და მიუჭახუნა, იქნებ ზედმეტად ხმაურიანადაც: ,,სასიხარულო შეხვედრისა იყოს, დედილო" ხმა შეეცვალა და გაუმკაცრდა. აქაო და, ისევ სისუსტე არ მომერიოსო და პატარა ქალს გაფითრებულ შუბლზე სწრაფად აკოცა.
სადილის შემდეგ მდინარის პირას გაისეირნეს. თითქმის არავინ შეხვედრიათ. საუბარშიც ხელს არავინ უშლიდათ, მაგრამ ხშირად ჩუმდებოდნენ. კიბეებში ხელჩაწყობილ პიერს თავი მაღლა აეწია და დოდრონი ცისფერი თვალებით ხვატისაგან აპარპალებულ მდინარესა და გაღმა ნაპირის იისფერ ფერდობს დაბნეული გასცქეროდა. ქალბატონმა დიუმონმა შენიშნა, რომ ხეივანში, სადაც ისინი სეირნობდნენ, ფოთლები მიმჭკნარ-ჩაყვითლებულიყო, აქა-იქ ბილიკზეც ჩამოცვენილიყო და როდესაც ერთ-ერთმა ფოთოლმა მის ფეხქვეშ გაიტკაცუნა, შენიშნა კიდეც.
-შემოდგომა ახლოვდება - წყნარად შენიშნა მან.
-ჰო, - კბილებში გამოსცრა პიერმა.
-მაგრამ ზაფხული მაინც ჩინებულად გავატარეთ - ოდნავ შემცბარმა გააგრძელა ქალბატონმა დიუმონმა.
შვილმა არ უპასუხა,
-დედა, - ისე რომ მისკენ არ მობრუნებულა, - მშვენიერ ჟიულის მოკითხვა გადაეცი, კარგი? - გაჩუმდა და გაწილდა.
დედას გაეღიმა.
-ჩემო პიერ, ამაზე შეგიძლია არ ინაღვლო.
პატარა შიული ბიძაშვილად ერგებოდა, რომლის მიმართ ახალგაზრდა კავალერი არც თუ გულგრილი იყო. მის ფანჯრებთან ხშირად სეირნობდა, ბურთს ეთამაშებოდა, ყვავილებს ჩუქნიდა და ისე რომ ქალბატონმა დიუმონმაც არ იცოდა, მუნდირის მარცხენა გარე ჯიბით გოგონას სურათსაც ატარებდა.
ჟიულიც მალე დაგვტოვებს- დედას გაუხარდა, რომ შვილთან ამ თემაზე საუბარი მოახერხა - ან ინგლისურ სკოლაში, ანაც შაცრე-ცოეუვში გააგზავნიან - ქვრივი კარგად იცნობდა თავის ვაჟს.
პიერი თავს იმშვიდებდა, რომ მის რჩეულსაც მსგავსი ხვედრი ელოდა და გულის სიღრმეში, სულმოკლეობისთვის საკუთარ თავს კიცხავდა. მისი ბავშვური ბუნება უკვე მზად იყო სწავლის ხანგრძლივი თვეები დაევიწყებინა.
-შობას რომ ჩამოვა, ჟიული ხომ დაბრუნდება?!
-რა თქმა უნდა.
-ძვირფასო დედიკო, შობას ჩვენთან ხომ დაპატიჟებ, არა?
-უკვე დავითანხმე და შემპირდა დედას ადრიანად დავეთხოვებიო.
-მშვენიერია! - ყმაწვილს თვალები სიხარულით უელავდა.
-ნაძვის ხეს მოგირთავ და თუ კარგად მოიქცევი...
-რას მპირდები... ახალ მუნდირს?
-ვინ იცის, ვინ იცის, - გაიღიმა ქალბატონმა დიუმონმა.
-ძვირფასო დედიკო! - წამოიყვირა ყმაწვილმა გმირმა და იქვე ხეივანში მოურიდებლად კინაღამ ხვევნა-კოცნაში დაახრჩო ქალბატონი დიუმონი, - რა კეთილი ხარ...
-ოღონდ კარგად უნდა მოიქცე, პიერ, - სერიოზულად უთხრა დდამ.
-და მერე როგორ! ვისწავლი..
-თავადაც იცი რომ მათემატიკაში მოიკოჭლებ.
-ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ!
-არ გაცივდე, მალე ამინდი შეიცვლება, თბილად ჩაიცვი ხოლმე... ღამ-ღამობით საბანი კარგად ამოიკეცე, რომ არ დაგიბეროს!
-ნუ ღელავ! ნუ ღელავ!
პიერმა ისევ არდადეგები გაიხსენა. ისეთ მხიარულ ამბებს ჰყვებოდა, რომ დედა-შვილი გულიანად იცინოდა. უეცრად შეკრთა. ეკლესიის სამრეკლოდან ზარების რეკვა შემოესმა.
-ექვსი შეუსრულდა - თქვა და გაღიმება სცადა.
-მეფუნთუშესთან წავიდეთ.
-ჰო, გემრიელ კრემიან ნამცხვარს ყიდიან. ბოლოს მაშინ ვჭამე, როცა მე და ჟიული ქალაქგარეთ გავემგზავრეთ...
მეფუნთუშის სასტუმრო ოთახში, წვრილფეხა, გასაშლელ სკამზე მოკალათებული პიერი გულდაგულ მიირთმევდა ტკბილეულს. მართალია, უკვე მაძღრად იყო და ზოგჯერ, ლუკმის გადაყლაპვისას იძულებული ხდებოდა ღრმად ამოესუნთქა, მაგრამ აქ ხომ კარგა ხანს ვერ მოვიდოდა და ისიც ჭამდა.
-მართალია...-შვიდი საათია!
ერთმანეთს გადაეხვივნენ და ატირდნენ.
-ჩემო შვილო, - სლუკუნებდა საცოდავი ქალი.
-დედა, ას ოცი დღის მერე...
-კარგად მოიქეცი, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი...- აკანკალებული ხელით ვაჟიშვილს პირჯვარი გადასახა.
ბიჭი დაუსხლტა.
-დედა, უნდა გავიქცე, თორემ დამსჯიან - წაიბურტყუნა პიერმა.
-მომწერე დედა, ჟიულის და ბელს გაუფრთხილდი - ბოლო კოცნა და გაუჩინარდა.
კარებთან ერთხელაც შემობრუნდა. ხეთა ჩრდილებში პატარა შავი სხეული დაინახა და სასწრაფოდ ცრემლი მოისხიპა.
თავს მაინც ცუდად გრძნობდა. ფართე ვესტიბიულში გაუბედავი ნაბიჯებით შვიდა... ძალიან დაღლილიყო.
-დიუმონ! - იყვირა უხეშმა ხმამ.
მის წინ ყარაულის უნტერ-ოფიცერი იდგა.
-დიუმონ! ეშმაკმა დასწყევლოს, განა არ იცით, რომ მოსვლის შესახებ უნდა მოგეხსენებინათ?
თარგმანი თამაზ ჩიქვანაია