არაბული ბაღათერ
გაზიარება

ხირჩლუა 

...მუცოს მხრიდან მასულან მტრები...
ბევრან ყოფილან
და ღვარცოფად
ჩამოჰყოლიან არღუნის ჭალას...
შავიწროებულ შატილივნებს
ძლივ შაუსწვრავ თავის კოშკებში.
ხირჩლუა კი 
წვრილ ცოლ-შვილით
ქაჩუს მაღალზე შახფარებივ ციხესიმაგრეს
და გმირობაიც დიდი უქნავ:
ბევრ მამხდურისად
სამზეოს მზე დაუბნელებავ, —
ბევრ მამა-პაპათად შაუწირავ,
ზოგიც თავისად ჩაუთქვამის, —
საიქიოში წყალთ მამტანად,
ჯღანთ ამამსხმელად დამჭირდებითავ...
ერთ კვირას დუშმან უხოცავის მარტუა ხირჩლას,
ერთ კვირას ციხის კედლის ძირში 
სისხლის ტბა მდგარას,
ერთ კვირას მის ხმალს არ სძინებავის,
ერთ კვირას ხირჩლას თოფის წვერზე
ალ ჰკიდებავის...
ბოლოს მტერს მაინც უმძლაბრებავ, —
ციხის კარებ ჩამაუნგრებავ,
ბეჩავ ხირჩლასაც ტყვია-წამალ გასთავებივას,
მშველელ კი სოფლად აღარავინ ყოფილ...
მაშინ ხირჩლუა თავის ცოლ-შვილს მიჰბრუნებივას:
— მოდივ, დიაცო,
ეგ ბალღებიც აქ მამიყვანევ,
რა ვქნათავ? რაივ?
ღმერთ-სალოცავმამ ესრე ინებავ,
რა ჩვენ ბრალიავ!..
მეაც აღარა შამიძლავავ,
მეტ ძალ არ მაქვავ,
თქვენს თავს მტრის ხელში
ცოცხალ თავით ვერ ჩავაგდებავ,
მე თქვენ ცოდვას ვერ დავიდებავ...
რა ვი, ეგენივ, ურჯულონივ,
რასრა გიზმენავ?
იქნებ ნამუსიც აგხადანავ,
თავ მაგჭრანავ, გაგვამასხრანავ,
რა პასუხ გავსცავ თემ-სოფელსავ, —
თავის ცოლ-შვილს ვერ მაუარავ!...
ან შენს მამისსახლს როგორ ვეჩვენავ? —
ქალ მაგეცითავ,
შენ კი ნამუს ვერ შაუნახევ,
საქვეყნოდ ყველა შაგვარცხვინევ,
ვერ ივაჟკაცევ!..
ამ ბალღებსაც არვინ იცისავ,
რას უქმენავ?
იქნება რჯულიც შაუცვალანავ,
ხევსურთა მტრებად გაზარდანავ,
წინაპრების საფლავებიც ათხრევინანავ,
არავ, მაგასავ ვერ ვიზამავ,
სხვა გზას მავსძებნივ...
სჯობავ, აქითავ, ყველანივ ცაში წავიდათავ,
ჩვენ მამა-პაპათ
სახელიანებ მიუვიდათავ, —
უთქვამ ხირჩლუას დიაცისად
და უფსკრულში
ცოლ-შვილთან ერთად გადაფრენილას...

??????