ბესელია ვასილ
გაზიარება

* * * "სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია" 

სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია, 
(სხვა არაფერი არც მაბადია), 
თუ კი რამ ცოდვა ჩამიდენია 
ალბათ იმიტომ-რომ მაპატიო... 

იმ ტკივილს ახლა ვინ გამიგონებს, 
ან ლოცვას-ღმერთს რომ შევახვეწებდი... 
შენ მაპატიე-რომ ვერ გიპოვე, 
არ მაპატიო-რომ არ გეძებდი... 

ახლა მე შენთან წუთებს მითვლიან, 
ცოტაც და სულიც გამომეცლება... 
და კაცმა რომ თქვას-როგორც იტყვიან 
მე შენთან ალბათ არც მომესვლება... 

არც რას გიმხელდი, არც გიმალავდი, 
ჩემთვის ვცოცხლობდი, ჩემთვის ვკვდებოდი, 
შენ მაპატიე ყველა ღალატი... 
...მე რა ვიცოდი, თუ შეგხვდებოდი... 

??????