სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

* * * "მდინარე გერქვა" 

მდინარე გერქვა და მისდევდი გზა-სავალს,
როდესაც დიოდი შენთვის და გულმშვიდად.
ზღვას რაღას ერთვოდი, რუკიდან თუ გშლიდა,
აწ ვინღა მიაგნებს შენს კვალს და ასავალს?!
ათასი მზის სხივი ერთ მზეზე გაცვალე,
ვითომ და არ იმჩნევ შიშსა და ფორიაქს
და ნატიფ სილუეტს, ზღვას სადღაც რომ მიაქვს,
ეწვის ხერხემალი, კალაპოტნაცვალი...

??????