გურიას
მწვანედ მოურთვია დალალები
ჩემს პაწაწინა გურიას.
ერთხმად ჟივჟივებენ ბახალები
და მეც ბავშვობა მწყურია.
ჩუმად მოტეხილი ტაროების
ცეცხლზე შებრაწული გვერდები...
ავრიე წარსულის თაროები
და დავასკვენი: ვბერდები...
დრო აჭკნობს სიცოცხლის გაზაფხულებს,
მწვანით შემოსილა გურია.
წარსული თვალებს აფახულებს
და მეც ბავშვობა მწყურია...