* * * "ადრის ყვავილები"
ადრის ყვავილები მოვფინე გზადაგზა და ისე ვეახლე საუფლო ცისკიდეს. ხსოვნა დახორკლილი თითქოსდა განაზდა და ძლიერ მეტკინა, წარსულს რომ მიგყიდე. სინდისის მარცვლები გულძაფზე ავკინძე, სტაროსტამ აიღო და ყელზე მომაბა. "ჩუ ლაჯაშედაო", მივხედე "ამინზე" დამწყალობებულ უშენო მომავალს...
|